13:47 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-04 17:41:32, 675 ნახვა

პოლიტიკა
თეა წულუკიანი: ფირცხალავას გარეთ ყოფნა დაუშვებელი იქნებოდა

„ისეთი ბრალდებულის გარეთ ყოფნა, როგორიც ირაკლი ფირცხალავაა, ვთვლი, რომ დაუშვებელი იქნებოდა“, – ასე გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმესთან დაკავშირებით 11 პირისთვის აღკვეთი ღონისძების სახით პატიმრობის შეფარდებას.
მისივე შეფასებით, პროკურატურამ ალექსანდრე ხუბულოვისა და ზურაბ ვაზაგაშვილის საქმესთან დაკავშირებით ძალიან კარგად იმუშავა.
„ სანამ გამოძიება არ დასრულდებოდა, ამ თემასთან დაკავშირებით მე კომენტარს არ ვაკეთებდი.   მაგრამ, ახლა თამამად შემიძლია ვთქვა, რომ პროკურატურამ ბოლო თვეების განმავლობაში ამ საქმეზე ძალიან კარგად იმუშავა. ძალიან ლოგიკურად დასრულდა ის პროცესი, რასაც ჰქვია ამ ადამიანებისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდება.  მოსამართლის ეს გადაწყვეტილება, ვთვლი რომ საფუძვლიანია, რადგან ისეთი ადამიანის და ისეთი ბრალდებულის გარეთ ყოფნა , როგორიც ირაკლი ფირცხალავაა, ვთვლი, რომ დაუშვებელი იქნებოდა, თუმცა, ეს ეხება  ყველას, ვინც წინასწარი პატინმრობის სახით ციხეში განწესდა. ეს საქმე ლოგიკურ დასასრულამდე მივა და არსებითი განხილვაც გვაჩვენებს იმას, თუ ვინ იყო დამნაშავე და ვინ არა“, – აღნიშნა წულუკიანმა.
აქვე, მისნიტრი საზოგადოებას დაპირდა, რომ  თბილისის იუსტიციის სახლთან 2004-2012 წლებში პოლიტიკური რეჟიმის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალი კვლავ იდგება.
„ეს თავისუფლებაში მყოფ ფირცხალავას არ მოსწონდა და ჩემთვისაც შემოუთვლია მუქარა. მაგრამ, ჩემის მხრიდან მინდა საზოგადოებას დავპირდე, რომ სოცოცხლის დაცვისკენ მიმართული ის მემორიალი რაც დგას, იდგება იქ სადაც არის, რადგან ჩვენი შვილები, სახელმწიფოს ხელით არასდროს იქნან მოკლულნი“, – განაცხადა წულუკიანმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
შსს: დავაკავეთ კაცი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics