12:10 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-06 13:05:33, 8431 ნახვა

High - Tech
ზოგიერთი სმარტფონის მფლობელს ინსტაგრამის ძველი ლოგოს დაყენება უკვე შეუძლია

6 ოქტომბერს სოც.ქსელ "ინსტაგრამს" 10 წელი შეუსრულდა. იუბილარმა აპლიკაციამ ერთგულ მომხმარებლებს დიდი სიურპრიზი მოუმზადა. საქმე იმაშია, რომ "ინსტაგრამის" განახლებული ლოგოტიპის დიზაინი მომხმარებლების უმრავლესობას არ მოსწონდა, იყო დიდი უკმაყოფილება, პეტიციები და წერილები კომპანიაში, მაგრამ დირექციამ მკაფიოდ განმარტა, რომ ახალ ლოგოსთან შეგუება ადრე თუ გვიან ყველას მოუწევს.
როგორც ჩანს ყველაფერი იცვლება და "ინსტაგრამმა" პოზიციები შეარბილა. იუბილესთან დაკავშირებით სოც.ქსელი მომხმარებლებს ძველი ლოგოს დაბრუნების შანსს აძლევს, აგრეთვე შესაძლებელი გახდა ახალი ლოგოტიპის სხვადასხვა ფერთა გამის ვარიაციები შეარჩიოთ. 
მაშ ასე ყველაფერი უმარტივესია :

1.შედიხართ აპლიკაციაში

2.აჭერთ Settings

3."სქროლავთ" დაბლა

4.ჩნდება რამდენიმე სმაილი და ლოგოების ვარიანტები

5.ირჩევთ სასურველ ლოგოტიპს .

სულ ესაა!

თუ თქვენს მოწყობილობაზე ამ ფუნქციას ვერ აღმოაჩენთ, არ მოიწყინოთ, ის ოქტომბრის მანძილზე ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდება.

დეტალური ვიდეო:

https://twitter.com/i/status/1313331137692000262





ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილმა ზახაროვას განცხადებას უპასუხა: ჩვენ ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ
კონგრესმენი უილსონი: აშშ-სთვის მნიშვნელოვანია, რომ ანაკლია პეკინის დომინირების ქვეშ არ მოექცეს
პენტაგონი ჰეგსეთის „ლოცვის“ „Pulp Fiction“-დან რომელიც ბიბლიაში არ არსებობს ახსნა შეეცადა
აშშ-მ რუსულ ნავთობზე დაწესებული სანქციები კიდევ ერთი თვით შეამსუბუქა, მიუხედავად იმისა, რომ თქვა სანქციებს არ შეამსუბუქებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics