02:50 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-09-23 15:10:26, 1456 ნახვა

კომენტარი
ქადაგიშვილი - რევოლუციის ვერანაირი სცენარი ვერ გათამაშდება

რევოლუციის ვერანაირი სცენარი ვერ გათამაშდება. ძალიან ცდებიან, თუ ჰგონიათ, რომ პროვოკაციის მოწყობით რაიმე მიზანს მიაღწევენ, – ამის შესახებ ერთპარტიული პარლამენტის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა და 4 ოქტომბრისთვის დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ანი წითლიძის განცხადებას გამოეხმაურა.

ქადაგიშვილის თქმით, პროვოკაციაში არავინ უნდა ჩაერთოს.

„კიდევ ერთხელ მინდა, ის ადამიანები გავაფრთხილო, განსაკუთრებით, ახალგაზრდები, ვინც შეიძლება პროვოკაციაში ჩართონ. კანონის წინაშე როდესაც წარდგებიან, „ფეისბუქზე“ ტირილი გვიან იქნება, ამიტომ პროვოკაციაში არავინ ჩაერთოს. რაც შეეხება მიტინგს და მშვიდობიან აქციას, ამის უფლება საქართველოში ყველას აქვს. მაგრამ რამდენად ეთიკურია დღე-ღამე იმის ძახილი, სახელმწიფოში გადატრიალებას და დამხობას მოვახდენთო? ფრთხილად იყვნენ, კანონს ნუ გადააბიჯებენ, თორემ კანონი პასუხს გასცემს და „ფეისბუქზე“ პოსტი, საზღვარგარეთიდან აღშფოთებული განცხადება ვეღარ უშველით. იმ საზღვარგარეთმაც უნდა გაიგოს, რომ მარტო ისინი არ არიან ერები და ქვეყნები, საქართველოც ქვეყანა და ერია, აქაც კონსტიტუციაა, აქაც ხალხია და აქაც არჩევნებია. ამას ყველამ პატივი უნდა სცეს, შიგნით და გარეთ“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics