2022-10-27 11:56:47, 1773 ნახვა
კომენტარი
„ბუმბულიანი ჩიტები თავს ერთად იყრიან?“ - იან კელი ღარიბაშვილი-ორბანის შეხვედრაზე
ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი, იან კელი საქართველოსა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრების შეხვედრას "ტვიტერზე" ეხმაურება.
"ბუმბულიანი ჩიტები თავს ერთად იყრიან?" - წერს იან კელი.
ცნობისთვის, უნგრეთში ვიზიტით მყოფ ირაკლი ღარიბაშვილს ვიქტორ ორბანმა სამუშაო ვახშამზე უმასპინძლა.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, კოლეგებმა საქართველო-უნგრეთის ორმხრივი მეგობრული ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკასა და თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებაზე ისაუბრეს.
ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი დედაქალაქ ბუდაპეშტში გუშინ, 26 ოქტომბერს დაიწყო.
ავტორი: ექსპრესნიუსი,