2015-03-12 10:17:52, 545 ნახვა
ეკონომიკა
ლარი გაუფასურებას განაგრძობს
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა.
ლარი დოლართან მიმართებაში მცირედით გაუფასურდა.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, დღეს 1 დოლარი 2.1850 ლარი ღირს. გუშინ კი კი, 1 დოლარის შეძენა 2.1839 ლარად იყო შესაძლებელი.
რაც შეეხება ევროს, ლარი მასთან მიმართებაში მცირედით გამყარდა.
ოფიციალური კურსით, დღეს 1 ევრო 2.30 ლარი ღირს. გუშინ კი, 1 ევროს შეძენა 2.34 ლარად იყო შესაძლებელი.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან