2015-03-02 17:02:20, 632 ნახვა
ეკონომიკა
ლარი მცირედით გამყარდა
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური კურსის მიხედვით, ლარი აშშ დოლარისა და ევროს მიმართ მცირედით გამყარდა.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, 3 მარტიდან 1 დოლარის შეძენა 2.1403 ლარად იქნება შესაძლებელი.
ბანკთაშორის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც დღეს მოქმედებს 2.1654 ლარს შეადგენდა. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0251 ლარი შეადგინა.
გარდა ამისა, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაშიც მცირედით გამყარდა. 1 ევროს შეძენა ხვალ 2.4008 ლარად იქნება შესაძლებელი.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან