00:38 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-28 13:46:15, 4365 ნახვა

სხვადასხვა
როდის უნდა გამოვიყენოთ წელის ორთოპედიული ქამრები

წელის მალებს მთელი სხეულის მასის მაქსიმალური დატვირთვის გაძლება უწევთ და შესაბამისად, მასზე არსებული პრობლემები სიცოცხლის განმავლობაში შეიძლება მოსახლეობის 84%-ს შეეხოს. წელის ტკივილის ძირითადი გამომწვევი მიზეზებია:

●      ხანგრძლივად მუშაობა კომპიუტერთან ან ავტომობილის მართვა;

●      მძიმე ფიზიკურ დატვირთვასა და სტრესთან დაკავშირებული სამუშაო;

●      ჭარბი წონა;

●      კონკრეტული დაავადება;

●      ინფექცია;

●      ართრიტი;

●      ოსტეოქონდროზი და სხვ.

ამ პრობლემების დროს პაციენტები წელის ორთოპედიულ ქამრებს ატარებენ. ეს პროდუქტი ხელს უწყობს წელის არეში დატვირთვის შემსუბუქებასა და გამოიყენება კუნთოვანი და ძვალ-სახსროვანი სისტემის მრავალი დაავადების დროს ექიმის რეკომენდაციით. განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი:

●      ზურგის კორსეტი - ბამბის ელასტიური ქსოვილისგან არის  დამზადებული, მისი ტარება მარტივად  ტანსაცმლის ქვეშაც არის შესაძლებელი. კორსეტი ამცირებს ტკივილს ზურგის არეში და გამოიყენება ოსტეოართრიტის, ოსტეოპოროზის, სქოლიოზისა და ხერხემლის კუნთების დაჭიმულობის დროს. 

●      წელის სტანდარტული კორსეტი - დამზადებულია ანტიალერგიული ქსოვილისაგან და გააჩნია პლასტმასის ჩანართები ზურგის არეში. ეს პროდუქტი აფიქსირებს წელსა და უზრუნველყოფს სითბოს შენარჩუნებას სხეულის ამ ნაწილში. ხშირია მისი გამოყენება რევმატული ტკივილის დროს.  ამსუბუქებს წელისა და ზურგის ტკივილს.

●      თორაკოლუმბალური (გულ-მკედრ-წელის) კორსეტი - დამზადებულია 100%-ით ელასტიური ბამბის ქსოვილისგან. ეს პროდუქტი უზრუნველყოფს ხერხემლის, გულ-მკერდისა და წელის ნაწილების ფიქსაციას. გამოიყენება ხერხემლის მალების მოტეხილობისა და კიფოზის სამკურნალოდ. მას აქვს დამატებითი ღვედები და მეტალის  ჩანართები, რომლებიც აძლიერებს ფიქსაციას.

ამ პროდუქტების მრავალფეროვანი არჩევანია კომპანია “ახალ ხედვაში”. მათი მწარმოებელია საერთაშორისო ბაზარზე ცნობილი ექსკლუზიური ბრენდები. წელის ორთოპედიული ქამრების შეძენა შესაძლებელია საქართველოს სამ რეგიონში - გორში, ბათუმსა და ქუთაისში. თუმცა, თუ თქვენთვის სამედიცინო ნივთის შესყიდვა ონლაინ რეჟიმში უფრო მისაღებია, მაშინ კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე უნდა დარეგისტრირდეთ. „ახალი ხედვის“ მაღაზიებში შეძენილ პროდუქტს კი საქართველოს ნებისმიერ ადგილზე უმოკლეს ვადაში მიიღებთ.  პროდუქტის სწორად შერჩევაში კომპეტენტური კონსულტანტები - როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ კომუნიკაციისა ან სატელეფონო ზარის მეშვეობითაც დაგეხმარებიან.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
ბაზისბანკის მობაილბანკის განახლებები, უფრო კომფორტული და თანამედროვე ციფრული გამოცდილებისთვის
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში მოსწავლეებისთვის ტრივიას ახალი სეზონი დაიწყო
თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics