12:53 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-16 18:35:40, 759 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის სამინისტროში მჯდომარე ფრენბურთში ამხანაგური მატჩი გაიმართა

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო დაჭრილი ქართველი სამხედროების რეაბილიტაციისა და საზოგადოებაში ინტეგრირების მხარდაჭერას განაგრძობს.

ამ მიზნით, დღეს თავდაცვის სამინისტროში მჯდომარე ფრენბურთში ამხანაგური მატჩი გაიმართა.

უწყების ინფორმაციით, სპორტულ ასპარეზობაში ერთმანეთს აფხაზეთის ომში, 2008 წლის აგვისტოს ომსა და ავღანეთის საერთაშორისო მისიაში დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებისა და სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტას“  თანამშრომელთა გუნდები შეეჯიბრნენ.

ამხანაგურ მატჩს საქართველოს თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე, მისი მოადგიელ გოჩა რატიანი, გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, ასევე, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის ატაშე საქართველოში, ვიცე-პოლკოვნიკი ნიკ ვილკესი, თავდაცვის სამინისტროს, გენერალური შტაბის და სსტც „დელტას“ წარმომადგენლები დაესწრნენ.

მატჩს საქართველოს ფრენბურთის ფედერაციის მიერ მოვლენილი პროფესიონალი არბიტრი აკვირდებოდა. თამაში, ანგარიშით 24:21, დაჭრილი სამხედროების გამარჯვებით დასრულდა.

როგორც თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, ბრძოლებში დაჭრილი სამხედროებისგან დაკომპლექტებული მჯდომარე ფრენბურთის გუნდი საქართველოში პირველად შეიქმნა. დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების თავდაცვის უწყების ხელმძღვანელობასთან ერთად, რეაბილიტაციის პროცესში სსტც „დელტაც“ აქტიურად მონაწილეობს. სპეციალურად მჯდომარე ფრენბურთის დღევანდელი მატჩისა და სპორტის ამ სახეობის მომავალში განვითარების მიზნით, სსტც „დელტამ“ ფრენბურთის ბადე და ბადის დასაჭიმი სამაგრები დაამზადა და საჩუქრად  დაჭრილ მეომრებს გადასცა.

ცნობისთვის, სხვადასხვა სამხედრო ოპერაციებში დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები აქტიურად არიან ჩართული სპორტულ ღონისძიებებში. დაშავებული ქართველი სამხედროები, ნატოს წევრი ქვეყნების დაჭრილ სამხედროებთან ერთად, მარტში, კალიფორნიის შტატში დაგეგმილ საერთაშორისო შეჯიბრებაში - "დაჭრილ მეომართა თამაშები" მიიღებენ მონაწილეობას.

დღევანდელი ამხანაგური თამაში სან-დიეგოს ჩემპიონატის წინ ჩასატარებელი მოსამზადებელი ეტაპის ნაწილია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პროდუქტების ჩამონათვალი რომელიც პატიმრების ახლობლებს შეუძლიათ ციხეებში სააღდგომოდ შეიტანონ
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში
დააკავეს არასრულწლოვანი, რომელმაც 32 წლის კაცს დანით მრავლობით ჭრილობები მიაყენა და ადგილიდან მიიმალა
საიტზე გამოქვეყნებული ჯარში გაწვევის უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება - უცხოეთში მყოფი წვევამდელი ვალდებული იქნება დაბრუნდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics