21:19 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-27 13:59:54, 2509 ნახვა

Lifestyle
36 წლის შემდეგ ლონდონში ABBA-ს კონცერტი ტრიუმფით შედგა

ისევ ერთად არიან და თითქოს ეს 36 წელი არ მომხდარა. შვედური კვარტეტი ABBA პირველად დაშლის შემდეგ გამოჩნდა შუქზე და იმღერა კიდეც მათი მთავარი ჰიტები, თუმცა ავატარების სახით.

ისინი შვედეთის სამეფო წყვილთან ერთად ლონდონის ოლიმპიურ პარკში ABBA Voyage-ის საკონცერტო რეზიდენციის გახსნას დაესწრნენ.

" როცა ჩემს ავატარს სცენაზე ვხედავ, თითქოს ყველაფერი ერთმანეთშია ჩაქსოვილი. ვგრძნობ, რომ სიცოცხლეს ვუსხამ ამ ბიჭს, რომელსაც ეკრანზე ვხედავთ. - ამბობს ბიორნ ულვეუსი ABBA-ს ყოფილი წევრი

ღონისძიება ემთხვევა ჯგუფის 40 წლის განმავლობაში პირველი ალბომის, Voyage-ს გამოშვებას. ჯგუფის გულშემატკივრები, რომლებიც, ისევე როგორც თავად კვარტეტის წევრები, უკვე 70 წელს გადაცილებულნი არიან, ასეთ ღონისძიებას ვერ გამოტოვებდნენ.

ABBA დუბლის დიზაინერებმა გულდასმით აღადგინეს მომღერლების მოძრაობები, რათა რაც შეიძლება მიუახლოვდნენ ორიგინალს, მათთვის კი ციფრული კოსტიუმები შექმნა იტალიური მოდის სახლმა Dolce & Gabbana-მ.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
12-13 აპრილს თბილისის სასაფლაოების მიმართულებით უფასო ავტობუსები იმოძრავებენ
ბიძინა ივანიშვილმა ილჰამ ალიევი ბიზნესცენტრში მიიღო
მდინარაძის ქონებრივი დეკლარაციები დამალეს და აღარ იძებნება
27-ე ბიბლიოთეკა გორის N3 საჯარო სკოლაში გაიხსნა - BOG, განათლების მთავარი მხარდამჭერი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics