14:48 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-12 15:35:25, 970 ნახვა

Lifestyle
ელისო კილაძე: შემდეგ ფირებს ჟურნალისტებზე გამოაქვეყნებენ

„შემდეგ ფირებს ჟურნალისტებზე გამოაქვეყნებენ“, - ამის შესახებ „ქრონიკა +“-ის  მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.

კილაძე ტექსტთან ერთად Facebook-ის პროფილის „Georgia Georgia” ფოტოს აქვეყნებს, რომელიც ამ დროისთვის სოციალურ ქსელში აღარ იძებნება.

„შემდეგ ფირებს ჟურნალისტებზე გამოაქვეყნებენ !!!!!! დაანონსებულია ამ გვერდიდან !!

ყველას,ვისაც ჩემზე ზაზა დავითაიას ტყეზე და ფირზე ბოდვის მერე ხმაც არ ამოგიღიათ-ახლა მაინც იყავით ერთმანეთის მიმართ სოლიდარულები !

ჩემზე ვერ გამოაქვეყნებენ. არა აქვთ !!! მოითხოვეთ გამოძიება-ვინ შექმნა და სად ეს გვერდი“,-წერს კილაძე.

ცნობისთვის, გუშინ, სოციალურ ქსელში პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო გავრცელდა, რომელიც სავარაუდოდ ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის წევრს ეკუთვნის. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესაბამის დანაყოფებთან თანამშრომლობის შედეგად,  youtube.com-მა უკანონოდ ატვირთული პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალა გავრცელებიდან დაახლოებით 1 საათში დაბლოკა. 

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონოდ გავრცელების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის საელჩო: ქართველ ხალხთან ერთად, პატივს მივაგებთ 9 აპრილს დაღუპულებს
ბექა დავითულიანი ქალ აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდა
ირანის სახელმწიფო მედია: ირანმა ჰორმუზის სრუტე დაკეტა
ლიეტუვის საგარეო: 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics