20:56 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-16 14:00:46, 775 ნახვა

სამხედრო
ნატო-ს დღეებთან დაკავშირებით სასაზღვრო პოლიციის საჩვენებელი საზღვაო სწავლება ჩატარდა

სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ბაზას  ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი როსარია პულისი ესტუმრა. სტუმარს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, თემურ კეკელიძემ უმასპინძლა.

როსარია პულისმა სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ბაზაზე  საინჟინრო გემთსარემონტო სახელოსნო დაათვალიერა და აშშ-ს თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) მიერ გადმოცემული, 200 ტონიანი ამწით კატარღის ამოღების საჩვენებელ პროცესსაც დაესწრო.

მხარეებმა შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცების საკითხები განიხილეს და ამ მიმართულებით საქართველოს სანაპირო დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

საქართველოში ნატო-ს დღეებთან დაკავშირებით, სტუმრებისთვის შავ ზღვაზე საჩვენებელი საზღვაო სწავლება ჩატარდა. საზღვაო წვრთნის მიზანი იყო სააბორდაჟო ჯგუფების ურთიერთქმედების ეფექტურობის შეფასება, სწრაფად ცვალებად გარემოში დროული და სწორი რეაგირების მექანიზმის დანერგვა, პირადი შემადგენლობის უნარ-ჩვევების დახვეწა და მზადყოფნის შემოწმება. სწავლებაში, შიდაუწყებრივი ურთიერთთავსებადობის ამაღლების მიზნით,  ჩართული იყო სასაზღვრო ავიაცია.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
სანქცირებული, პროსახელისუფლებო „იმედის“ იურიდიული სამსახურის უფროსი, კომუნიკაციების კომისიის წევრი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics