23:05 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-19 16:23:07, 1232 ნახვა

სამხედრო
აჭარის რეგიონში არსებულ სამხედრო ნაწილებში დღეს თავდაცვის მინისტრი იმყოფებოდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია აჭარის რეგიონში არსებულ სამხედრო ნაწილებში იმყოფებოდა.

მინისტრი სამხედრო ქვედანაყოფებში არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო. უწყების ინფორმაციით, ლევან იზორიამ სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის სამხედრო მოსამსახურეებს უწყებაში მიმდინარე რეფორმები პირადად გააცნო. მინისტრმა რეზერვის სისტემის რეფორმასა და თავდაცვის მზადყოფნის ამაღლების პროგრამის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

მინისტრის თქმით, სპეციალური ოპერაციების ძალებისა და ახალი რეზერვის სისტემის ამოქმედების პროცესში რეგიონული პრინციპის უზრუნველყოფა უმნიშვნელოვანესია. ლევან იზორიას განცხადებითვე, აჭარის რეგიონში რეზერვისა და სპეციალური ოპერაციების ძალებისთვის ახალი ლოკაციები შეიქმნება.

აჭარის რეგიონში გეგმიური მონიტორინგის ფარგლებში თავდაცვის მინისტრი ქობულეთში მე-10 კადრირებული ბრიგადის 101-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის, ადლიაში III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონისა და სპეციალური ოპერაციების ძალების ბაზებს ესტუმრა.

ლევან იზორია წლის განმავლობაში ყველა სამხედრო დანაყოფს მოინახულებს და ადგილზე არსებული ვითარების მონიტორინგს განახორციელებს.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics