16:59 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-02 10:39:10, 1288 ნახვა

სამხედრო
სამხედრო ჰოსპიტალი დევნილ მოსახლეობას უფასო სამედიცინო მკურნალობას უტარებს

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, გორის მუნიციპალიტეტში კომპაქტურად მცხოვრები, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისთვის, გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში უფასო სკრინინგ პროგრამა დაიწყო.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას გადაწყვეტილებით 60 წელს გადაცილებულ იძულებით გადაადგილებულ პირებს კლინიკური, ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევების უფასოდ ჩატარების შესაძლებლობა ეძლევათ. მათ კონსულტაციებს სხვადასხვა სპეციალობის კვალიფიციური სამედიცინო პერსონალი გაუწევს.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ჰოსპიტალში გამოკვლევები პაციენტების პირველ ნაკადს უკვე ჩაუტარდა. მსურველები გორის სამხედრო ჰოსპიტალში უფასო სამედიცინო მომსახურებით სარგებლობას 2-3 დეკემბერს, 15-17 დეკემბერსა და 2018 წლის 26-28 იანვარს შეძლებენ. პროგრამის მიმდინარეობას გორში თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ზაალ კაპანაძე, იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი გაეცნენ და ექიმებისა და პაციენტებისგან ინფორმაცია პირადად მოისმინეს.

დევნილი მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაფართოებული შემოწმება პირველადი ჯანდაცვის რგოლის ფარგლებში, უწყებათაშორის თანამშრომლობის ფორმატში ხორციელდება.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კრემლმა გადაწყვიტა, პუტინის რეიტინგის შემცირების გამო Telegram-ზე ბლოკი შეემსუბუქებინა
თურქეთი ისრაელს ომით ემუქრება
აშშ და ირანი მოლაპარაკებების განახლებასა და გრძელვადიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებენ
კოდაში, ურთიერთშელაპარაკებისას, შსს-ს თანამშრომელმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics