19:42 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-07 13:19:58, 1767 ნახვა

კომენტარი სამხედრო
პრეზიდენტი: სამხედრო სავალდებულო სამსახური მხოლოდ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას უნდა ემსახურებოდეს

 „რეზერვისა და მობილიზაციის განახლებული კონცეფციის ჭრილში ვხედავ, სამხედრო სავალდებულო სამსახურის აღდგენის საკამათო საკითხის საბოლოო გადაწყვეტას“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსნებით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, პროფესიულ არმიასთან ერთად, ქმედუნარიანი სამხედრო რეზერვისა და მობილიზაციის სისტემა, თავდაცვისუნარიანობის მნიშვნელოვანი შემადგენელია.

„გასულ წელს, ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე მხარი დავუჭირე თავდაცვის სამინისტროში განსახორციელებელ რეფორმებს. რეფორმების განხორციელებაში და თავდაცვისუნარიანობის აღმშენებლობაში გვეხმარება ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მხარდაჭერილი „საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა" და ნატო-ს მიერ მხარდაჭერილი ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი. ძლიერ, პროფესიულ არმიასთან ერთად, ქმედუნარიანი სამხედრო რეზერვისა და მობილიზაციის სისტემა, თავდაცვისუნარიანობის მნიშვნელოვანი შემადგენელია“, - აღნიშნა მარგველაშვილმა.

ამასთან, პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ თავდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი „სამხედრო ძალების რეზერვის განვითარებისა და მართვის კონცეფცია"  მხარდასაჭერია და საზოგადოების მოწონებას დაიმსახურებს.

„ჩვენ განვიხილეთ თავდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი „სამხედრო ძალების რეზერვის განვითარებისა და მართვის კონცეფცია".  მიმაჩნია, რომ კონცეფცია მხარდასაჭერია და დაიმსახურებს საზოგადოების მოწონებას. სწორედ რეზერვისა და მობილიზაციის განახლებული კონცეფციის ჭრილში ვხედავ, სამხედრო სავალდებულო სამსახურის აღდგენის საკამათო საკითხის საბოლოო გადაწყვეტას.
მივესალმები განახლებულ მიდგომას, როდესაც თითოეული ახალწვეული გაივლის საწყისი საბრძოლო მომზადების სამთვიან კურსს. მაგრამ მიმაჩნია, რომ სამხედრო სავალდებულო სამსახური მხოლოდ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას უნდა ემსახურებოდეს და ამიტომ სხვა სახელმწიფო უწყებებმა, იმ ფუნქციების განსახორციელებლად, რომლებსაც დღეს წვევამდელები ახორციელებენ, უნდა გამონახონ ალტერნატიული რესურსები. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა ვუთხრა ქართველ მებრძოლებს და მათ ოჯახებს სამშობლოს სამსახურში თავდადებისთვის. ქართველი ჯარისკაცი აძლიერებს ქვეყნის საერთაშორისო ავტორიტეტს და არის ერთიანი, ძლიერი, თავისუფალი სახელმწიფოს გარანტი. ქართველი მებრძოლის ღვაწლი შეუფასებელია საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე“,-განაცხადა პრეზიდენტმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics