11:45 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-31 12:45:18, 711 ნახვა

სამხედრო
დაცვის ასეულისთვის საბაზისო სწავლება დასრულდა

საქართველოს შეიარაღებული ძალების საინჟინრო ბრიგადის რადიაქტიული, ქიმიური და ბიოლოგიური (რქბ) დაცვის ასეულისთვის საბაზისო სწავლება დასრულდა.

დახურვის საზეიმო ცერემონიალი საინჟინრო ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გაიმართა.

ასეულის პირად შემადგენლობას წვრთნების წარმატებით დასრულება სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლის მოადგილემ, ვიცე-პოლკოვნიკმა ზაქარია კალანდაძემ და საინჟინრო ბრიგადის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ზეზვა ნავერიანმა მიულოცეს, პროფესიულ საქმიანობაში წინსვლა უსურვეს და გერმანულ მხარეს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს.

სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით  გერმანიის რქბ სკოლის ხელმძღვანელმა, ვიცე პოლკოვნიკმა მატიას არნოლდმა მიმართა. მან სწავლება დადებითად შეაფასა და ქართველი ჯარისკაცების პროფესიონალიზმი ხაზგასმით აღნიშნა.

წვრთნები ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა და ქართველი სამხედრო მოსამსახურეებისთვის იმ უნარ-ჩვევების  ათვისებას ისახავდა მიზნად, რომელიც მათ  სპეციალური სადეკონტემინაციო ტექნიკისა და აღჭურვილობის გამოყენებაში ეხმარება. სწავლებას  გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სამხედრო ძალების რქბ სკოლის ინსტრუქტორები ხელმძღვანელობდნენ. წვრთნების  მომდევნო ეტაპი სექტემბერში ჩატარდება.

რადიაქტიულ, ქიმიურ და ბიოლოგიურ (რქბ) თავდაცვის სფეროში პარტნიორობა გერმანულ მხარესთან 2014 წელს დაიწყო. საქართველოს შეიარაღებული ძალების მიმართვის შემდეგ, გერმანულმა მხარემ ქართული რქბ ასეულის გაწვრთნასთან და ტექნიკის გადმოცემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო. ქართველ ინსტრუქტორთა ჯგუფმა მომზადების პირველი ეტაპი გერმანიაში 2014 წლის მარტსა და აპრილში გაიარა.

2016 წელს კი  გერმანიის თავდაცვის სამინისტრომ საქართველოს შეიარაღებული ძალების საინჟინრო ბრიგადას სპეციალური სადეკონტემინაციო სატვირთო მანქანები გადასცა. 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics