11:46 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-29 10:54:27, 699 ნახვა

სამხედრო
ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის სინქრონიზაციის სამუშაო შეხვედრები გრძელდება

ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) სინქრონიზაციის სამუშაო შეხვედრები სინდიკატებში მიმდინარეობს.

სამუშაო ჯგუფებად დაყოფილი ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნის 200-მდე ექსპერტი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, კრიზისების მართვის საბჭოსა და საქართველოს სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლებთან ერთად არსებითი პაკეტის 15 ინიციატივით გათვალისწინებული თავდაცვისა და უსაფრთხოების პრიორიტეტების სინქრონიზაციაზე მსჯელობენ.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) სინქრონიზაციის სამუშაო შეხვედრა პირველად იმართება. ღონისძიების მთავარი მიზანია ნატოს-საქართველოს არსებითი პაკეტით გათვალისწინებული ინიციატივების სამოქმედო გეგმის თანხვედრაში მოყვანა საქართველოს თავდაცვის სფეროს ტრანსფორმაციის, სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტისა თუ სხვა ეროვნული სტრატეგიების სამოქმედო გეგმებთან. გარდა ამისა, სამუშაო შეხვედრა მიზნად ისახავს საერთაშორისო ძალისხმევების დუბლირების თავიდან აცილებას, იმ მიმართულებების განსაზღვრას, რომლებიც დამატებით მხარდაჭერას საჭიროებენ და რესურსების უკეთესი მენეჯმენტის უზრუნველყოფას.

„სინდიკატების მუშაობა ხელს შეუწყობს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ინიციატივებით გათვალისწინებული თავდაცვისა და უსაფრთხოების პრიორიტეტების სინქრონიზაციას, რომელიც შემდგომში სხვადასხვა ეროვნული დონის დოკუმენტებში, ორმხრივ პროგრამებსა და თანამშრომლობის სხვა ფორმატებში აისახება“, - აცხადებენ თავდაცვის უწყებაში.

 სემინარი ნატოსა და საქართველოს მიერ ერთობლივად დაიგეგმა და ხორციელდება, მის ორგანიზებაში ასევე, ჩართულია ბულგარეთის საელჩო, რომელიც საქართველოში ნატოს საკონტაქტო საელჩოა.

ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის სამდღიანი სამუშაო შეხვედრა ხვალ, წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) შემაჯამებელი შეხვედრით დასრულდება.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics