14:08 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-12 14:12:08, 1841 ნახვა

საზოგადოება კომენტარი Lifestyle
მარია გაბრიელი: ევროპარლამენტი მტკიცე სიგნალს აგზავნის, რომ საქართველოს მხარდაჭერას განაგრძობს

საქართველოს ვიზალიბერალიზაციისადმი დიდი უმრავლესობით მხარდაჭერით ევროპარლამენტი მტკიცე სიგნალს აგზავნის, რომ საქართველოს მხარდაჭერას განაგრძობს, - ამის შესახებ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე მომხსენებელი, ევროპარლამენტარი მარია გაბრიელი Twitterის საკუთარ გვერდზე წერს.

როგორც საქართველოს მომხსენებელმა, კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, საქართველო ევროკავშირის სტრატეგიული პარტნიორია და უვიზო მიმოსვლა რაც შეიძლება მალე უნდა დაწესდეს.

"გვინდა, რომ ევროკავშირი მეგობრების გარემოცვაში იყოს. საქართველო ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და უვიზო მიმოსვლა რაც შეიძლება მალე უნდა დაწესდეს. ჩვენ არა მხოლოდ ვაახლოებთ საქართველოს მოსახლეობას ევროპულ ღირებულებებთან, არამედ ევროკავშირს უფრო უსაფრთხოს ვხდით. საქართველო თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში გვეხმარება", - განაცხადა მარია გაბრიელიმ.

ცნობისთვის, ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლების, მართლმსაჯულებისა და შინაგან საქმეთა კომიტეტმა (LIBE) ევროპარლამენტსა და ევროკავშირის საბჭოს შორის 13 დეკემბერს მიღწეულ შეთანხმებას საქართველოს უვიზო რეჟიმის მინიჭების საკითხზე, მხარი დაუჭირა. 

არსებული ინფორმაციით, ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხს სავარაუდოდ 2 თებერვალს განიხილავენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა გადაწყვიტა, რომ აშშ-სთან ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის ფარგლებში ჰორმუზის სრუტეში გადასასვლელად გადასახადი დააწესოს
ტრამპმა ირანთან ომში ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა. თეირანმა შეერთებულ შტატებზე „დიდი გამარჯვება“ გამოაცხადა.
დიდი ბრიტანეთი ტრამპს აუკრძალავს მისი ბაზების გამოყენებას ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებზე თავდასხმებისთვის
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics