17:45 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-24 10:58:38, 1147 ნახვა

კომენტარი სამხედრო
სერგეენკოს ინფორმაციით, 3 სამხედრო მოსამსახურე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, დაშავებული სამხედროებიდან 3 რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. როგორც სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა, მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება:

„საყურადღებო რჩება სამი პაციენტის მდგომარეობა. საბედნიეროდ მათ  ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ იმისათვის, რომ შემდგომი გართულებები იქნას თავიდან აცილებული, ისინი  მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში აგრძელებენ“,-განაცხადა დავით სერგეენკომ.

ავტოსაგზაო შემთხვევა 21 ოქტომბერს, დედოფლისწყარო-სიღნაღი-თბილისის ავტომაგისტრალზე მოხდა. შემთხვევის შედეგად ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის სამხედრო მოსამსახურეები დაშავდნენ, ერთი სამხედრო მოსამსახურე გარდაიცვალა.

სამხედრო პოლიციის საგამოძიებო ჯგუფმა და თავდაცვის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ მომხდართან დაკავშირებით საქმე  აღძრა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანი საქართველოს სანქციებისგან თავის დასაღწევად იყენებს -Fox news გამოძიება
ისლამაბადში ირანთან მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics