14:30 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-22 15:53:04, 671 ნახვა

სამხედრო
რუსთავში ვასილ ყულჯანიშვილის სახელობის მარათონი გაიმართა

ავღანეთში დღეს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შესრულებისას პირველი კლასის რიგითის, ვასილ ყულჯანიშვილის გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის ინიციატივით, სოფელ გამარჯვების გადასახვევიდან ქალაქ რუსთავის მიმართულებით ვასილ ყულჯანიშვილის სახელობის მარათონი გაიმართა. გარბენში მონაწილეობა IV მექანიზირებული ბრიგადის, I ქვეითი და I საარტილერიო ბრიგადების, V ქვეითი და საინჟინრო ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებმა და სამოქალაქო პირებმა მიიღეს მონაწილეობა.

მარათონი საერთაშორისო მისიებში დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას მიეძღვნა. 12 კილომეტრიან გარბენში 212 სამხედრო მოსამსახურე იყო ჩართული.

მარათონში გამარჯვებული სამხედროები სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის სარდალმა, პოლკოვნიკმა შავლეგო ტაბატაძემ და საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ზურაბ ხვიჩიამ სიმბოლური მედლებით და სსაჩუქრებით დააჯილდოვეს.

პირველი კლასის რიგითი ვასილ ყულჯანიშვილი საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონში 2013 წლიდან მსახურობდა. ვასილ ყულჯანიშვილი 2015 წლის 22 სექტემბერს, ავღანეთში, სამოქმედო არეალში პატრულირებისას მეამბოხეების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად გმირულად დაიღუპა.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბუშის ინსტიტუტის დირექტორი: ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების მოხსნა ნაკლებად სავარაუდოა
2025 წელს საქართველოში გაზის გაჟონვისა და აფეთქებების შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა
CNN: ჩინეთი ირანისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას უახლოეს კვირებში გეგმავს
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებულ ვითარებას 21 აპრილს განიხილავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics