2016-09-19 09:47:41, 622 ნახვა
სამხედრო
დღეს სამხედრო ავიაციის 24-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართება
ალექსეევკას შერეული საავიაციო ესკადრილიის სამხედრო აეროდრომზე, დღეს, 16:00 საათზე, სამხედრო ავიაციის 24-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართება.
თვდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის პირად შემადგენლობას სამხედრო ავიაციის დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია მიულოცავს. დაგეგმილია საავიაციო და საჰაერო თავდაცვის საშუალებების დათვალიერებაც.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან