11:36 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-16 17:17:29, 588 ნახვა

სამხედრო
ვახტანგ კაპანაძე აშშ-ის ევროპული სარდლობის მიწვევით გერმანიაში იმყოფებოდა

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი აშშ-ის ევროპული სარდლობის მიწვევით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში იმყოფებოდა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე გრაფენვიორის საწვრთნელ ბაზაზე ნატოს ექვსი ქვეყნის მონაწილეობით გამართულ თავდაცვით და შეტევით სწავლებას ,,Strong Europe Tank Chalange‘‘ დაესწრო, რომელიც აშშ-ის ევროპული სარდლობისა და გერმანიის ბუნდესვერის ორგანიზებით გაიმართა.

გენერალური შტაბის უფროსმა შემდგომი თანამშრომლობის მიზნით სწავლების ხელმძღვანელებთან და სატანკო სასწავლებლების ინსტრუქტორებთანაც გამართა შეხვედრა.

გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ბაზა „ტორგელოზე“ იმყოფებოდა, სადაც საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის სადაზვერვო ასეული ავღანეთში გადასროლისწინა სწავლებას გადის. გენერალური შტაბის უფროსმა წარმატებულ სამხედროებს სერთიფიკატები გადასცა და მათი მომზადების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო. სადაზვერვო ასეული „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ივლისში ჩაერთვება და მაზარ-ი-შარიფში, ბაზა „მარმალზე“ გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში გერმანული ქვედანაყოფის მხარდაჭერისა და სწრაფი რეაგირების ამოცანებს შეასრულებს.

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკიდან გენერალური შტაბის უფროსი ბელგიის სამეფოში განაგრძობს ვიზიტს. გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ევროკავშირისა და ნატოს სამხედრო კომიტეტების სხდომებში მიიღებს მონაწილეობას. დაგეგმილია ასევე, ორმხრივი შეხვედრები ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარესთან, გენერალ პეტერ პაველთან, ნატოს ტრანსფორმაციის სტრატეგიული სარდლობის სარდალთან, გენერალ მერსიესთან და ევროპაში მოკავშირე ძალების უმაღლეს მთავარსარდალთან, გენერალ სკაპაროტისთან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
არააკრედიტირებული უნივერსიტეტების 2010 წლამდე გაცემული დიპლომი აღიარებული იქნება - მიქანაძე
EUA საქართველოს განათლების რეფორმაზე: ამან შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს უნივერსიტეტების ეფექტურობაზე
ზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
პუტინმა „აღდგომის ზავი“ გამოაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics