13:13 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-23 18:01:24, 674 ნახვა

რეგიონი
გეგუთის წყალმომხმარებლებს ირიგაციის თანამედროვე მეთოდები გააცნეს

სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ ირიგაციის თანამედროვე მეთოდების გავრცელების ხელშეწყობის მიზნით, საინფორმაციო კამპანიას აგრძელებს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მორიგი შეხვედრა  წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთში ჩატარდა. შპს „საქართველოს მელიორაციის“ წარმომადგენლებმა წყალმომხმარებლებს წვეთური და დაწვიმებითი ირიგაციის მეთოდების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს და მის უპირატესობაზე ინფორმაცია მიაწოდეს.

სამინისტროს ცნობით, ირიგაციის ეს მეთოდი მორწყვის ტრადიციულ, მიგდებით მორწყვის წესზე ბევრად მომგებიანია, ვინაიდან ელექტროენერგიის, წყლის და სასუქის ორჯერ ნაკლებ რესურსს საჭიროებს და მნიშვნელოვნად ზრდის მოსავლიანობას.

შეხვედრა, რომელსაც შპს „საქართველოს მელიორაციის“ დასავლეთის რეგიონის დირექტორი ზურაბ კუჭავა, ადგილობრივი მოსახლეობა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის   სტუდენტები დაესწრნენ, კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

ირიგაციის თანამედროვე მეთოდების გავრცელების ხელშეწყობის საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში შეხვედრები წყალმომხმარებლებთან მთელი ქვეყნის მასშტაბით ტარდება.  





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საგამოძიებომ ₾500 ოდენობის ქრთამის აღების ფაქტზე საჯარო მოხელე დააკავა
კახა კალაძე აშშ-ის დელეგაციის ვიზიტზე: ოპტიმისტური მოლოდინები გვაქვს, ჩვენ მზად ვართ ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები ოცნებას, საპატრიარქოს და ომბუდსმენს მიმართავენ
ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე მარნეულის მერის ძმა დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics