14:01 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-11 16:12:51, 2566 ნახვა

პოლიტიკა
კანადაში აშშ-ის საკონსულოს ესროლეს

დაუდგენელმა ეჭვმიტანილებმა კანადის ქალაქ ტორონტოში აშშ-ის საკონსულოს მიმართულებით რამდენჯერმე გაისროლეს, რასაც ოფიციალური პირები „ეროვნული უსაფრთხოების ინციდენტს“ უწოდებენ. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მედიის ცნობით, სროლა სამშაბათს დილით, ადგილობრივი დროით დაახლოებით 04:30 საათზე მოხდა. ტორონტოს პოლიციის უფროსის მოადგილემ, ფრენკ ბარედოს თქმით, „ოფიცრებმა ადგილზე ჭურვები და შენობის დაზიანება აღმოაჩინეს”. როგორც ბარედომ ჟურნალისტებს განუცხადა, თეთრი Honda CR-V დილით ადრე აშშ-ის საკონსულოს მიუახლოვდა, ორი ეჭვმიტანილი მამაკაცი მანქანიდან გადმოვიდა და შენობას ესროლა. პოლიციის უფროსის მოადგილის თქმით, მოგვიანებით, ისინი მანქანაში დაბრუნდნენ და გაიქცნენ. შენობაში მყოფი პირები არ დაშავებულან.

BBC-ის ინფორმაციით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ინფორმირებულია ინციდენტის შესახებ და ყურადღებით აკვირდება სიტუაციას ადგილობრივ სამართალდამცავებთან კოორდინაციით.

როგორც მედია იუწყება, 28 თებერვალს, ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის ოპერაციის დაწყების შემდეგ, ტორონტოში რამდენიმე შენობას ესროლეს, მათ შორის ებრაულ სინაგოგებს. ბიბისის ინფორმაციით, გასულ ორშაბათს ტყვიები ესროლეს ტორონტოში ირანის მთავრობის ირანელ-კანადელი კრიტიკოსის საკუთრებაში არსებულ კრივის დარბაზსაც. არც ერთი ინციდენტის დროს არავინ დაშავებულა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანმა გადაწყვიტა, რომ აშშ-სთან ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის ფარგლებში ჰორმუზის სრუტეში გადასასვლელად გადასახადი დააწესოს
ტრამპმა ირანთან ომში ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა. თეირანმა შეერთებულ შტატებზე „დიდი გამარჯვება“ გამოაცხადა.
დიდი ბრიტანეთი ტრამპს აუკრძალავს მისი ბაზების გამოყენებას ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებზე თავდასხმებისთვის
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics