2025-11-27 13:11:26, 2060 ნახვა
მსოფლიო
დრისკოლმა ევროპელები რუსული რაკეტებით დააშინა, უკრაინის სამშვიდობო გეგმის წინ წაწევისთვის — NYT
New York Times-ის ცნობით, აშშ-ის არმიის მდივანმა დენ დრისკოლმა აქტიურად დააშინა ევროპელი დიპლომატები რუსული რაკეტებით და შეეცადა ტრამპის ე.წ სამშვიდობო გეგმა წინ წაეწია.
გაზეთის ცნობით, მან განაცხადა, რომ მოსკოვი აძლიერებდა თავის შორ მანძილზე მოქმედ არსენალს და შეეძლო „გამანადგურებელი“ დარტყმის მიყენება, რომელიც „უკრაინის ფარგლებს გასცდებოდა“, თუ ომი სწრაფად არ დასრულდებოდა.
და ეს ყველაფერი არ არის. სხვა მედია საშუალებების ცნობით, დრისკოლმა მსგავსი თამაში ითამაშა უკრაინელ ჩინოვნიკებთან. მან დაარწმუნა ისინი, რომ აშშ და ნატო ვერ შეცვლიდნენ ფრონტზე არსებულ სიტუაციას და გააფრთხილა რუსი ჯარების ხელით „გარდაუვალი დამარცხების“ შესახებ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,