2025-11-16 10:47:57, 690 ნახვა
მსოფლიო
ჩინეთთან დაძაბულობის ფონზე იაპონია ბირთვული იარაღის შეტანის აკრძალვის შეცვლას განიხილავს
გავლენიანი იაპონური ონლაინ გამოცემა Kyodo News-ის ინფორმაციით, ჩინეთ-იაპონიას შორის, ბოლო დღეებში გამწვავებული ურთიერთობების ფონზე, იაპონიის პრემიერ-მინისტრი სანაე ტაკაიჩი განიხილავს იაპონიის „სამ ბირთვულ პრინციპს“ შორის ერთის გადახედვას — კონკრეტულად კი ქვეყანაში ბირთვული იარაღის შეტანის აკრძალვის შეცვლას.
ამასთან, ტაკაიჩი ამ ეტაპზე არ აპირებს შეცვალოს ბირთვული იარაღის ფლობა-გამოყენების ან წარმოების შეზღუდვები.
სავარაუდოდ, ჩინეთის მხრიდან, ღია მუქარების შემდეგ, იაპონია, ქვეყნის ტერიტორიაზე, პირველ ეტაპზე, ამერიკული ბირთვული იარაღის განთავსებას შეეცდება.
ავტორი: ექსპრესნიუსი,