21:51 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-09-10 12:48:54, 1134 ნახვა

მსოფლიო
რუსეთი პოლონეთზე შეტევას ჯერ კიდევ ივლისიდან მოყოლილი ამზადებდა, ტუსკი ნატოს საგანგეი სხდომას იწვევს

Defence Express-ის ინფორმაციით, რუსეთი პოლონეთზე შეტევას ჯერ კიდევ ივლისიდან მოყოლილი ამზადებდა, იყენებდა რა პოლონურ და ლიეტუვურ SIM ბარათებს უპილოტოებში. 

პოლონელები ამის შესახებ გააფრთხილეს, და რომ დიდი იყო ალბათობა სატესტოდ შესულიყვნენ მათ ქსელებში. 

გამოცემა უშვებს იმის ალბათობას, რომ რუსებს მიზნად ჰქონდათ დაეზვერათ და შეემოწმებინათ პოლონეთის საზენიტო ფარის მზადყოფნა, განსაკუთრებით Запад-2025-ის ფონზე, რომელიც 2 დღეში დაიწყება ბელარუსის ტერიტორიაზე.

ამასთან Reuters ინფორმაციით  NATO არ აფასებს პოლონეთში დრონების შეფრენას ალიანსზე თავდასხმად.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ პოლონეთი NATO-ს წესდების მე-4 მუხლის თანახმად სასწრაფოდ იწვევს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს საგანგებო სხდომას, სადაც უნდა გადაწყდეს, რას მოიმოქმედებს ალიანსი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ჰორმუზის სრუტეს გადაკეტავს
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics