19:36 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-30 13:34:46, 503 ნახვა

მსოფლიო
კაია კალასი - ევროკავშირის ინტერესებშია, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესი დასრულდეს

ევროკავშირის ინტერესებშია, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესი დასრულდეს, ეს ასევე მნიშვნელოვანია ევროპის ცენტრალურ აზიასთან დაკავშირებისთვის, – ამის შესახებ განცხადება საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენლმა, კალა კალასმა ერევანში ვიზტისას განაცხადა, სადაც ის დღეს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზონიანს შეხვდა.

„ევროკავშირი მოხარულია სომხეთსა დ აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესით. ცხადია, ჩვენ გვსურს ვიხილოთ ამ პროცესის დასრულება, რაც შეიძლება მალე. იმის გათვალისწინებით, რაც მსოფლიოში ხდება, ჩვენ გვჭირდება მეტი სტაბილურობა. ეს საკთხი წამოვჭერი ჩემი ვიზტისას ბაქოში. ეს ასევე არის ევროკავშირის ინტერესებში, როდესაც ვსაუბრობთ დაკავშირებადობაზე და სხვადასხვა შესაძლებლობებზე, როლებიც არსებობს ორივე ქვეყნისთვის და ასევე ევროპისთვის. მაგალითისთვის დაკავშირება ცენტრლურ აზიასთან. ევროკავშირის ინტერსებშია, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესი, რაც შეიძლება მალე დასრულდეს“, – განაცხადა კალასმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ომბუდსმენმა ამაღლობელისა და მომიტინგეების საკითხი ევროპის საბჭოს კომისართან განიხილა
უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო თანამშრომლობის პაკეტზე შეთანხმდნენ
კრემლმა გადაწყვიტა, პუტინის რეიტინგის შემცირების გამო Telegram-ზე ბლოკი შეემსუბუქებინა
თურქეთი ისრაელს ომით ემუქრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics