10:33 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-10 13:23:52, 704 ნახვა

მსოფლიო
ღაზაში ჩაღწევის მცდელობის დროს დაკავებული გრეტა ტუნბერგი ისრაელმა შვედეთში დაადეპორტა

ისრაელი გრეტა თუნბერგისა და სხვა აქტივისტების დეპორტაციას განახორციელებს, - ამის შესახებ განცხადებას ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„უახლოეს რამდენიმე საათში „სელფის იახტის“ მგზავრების ნაწილი ქვეყანას დატოვებს. ისინი, ვინც დეპორტაციის დოკუმენტებზე ხელმოწერასა და ისრაელის დატოვებაზე უარს განაცხადებენ, დეპორტაციის ნებართვის მიღების მიზნით ისრაელის კანონმდებლობის შესაბამისად, სასამართლო ორგანოს წინაშე წარდგებიან“, - ნათქვამია ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, აქტივისტები ბენ გურიონის აეროპორტში გადაიყვანეს, სადაც მათ მშობლიური ქვეყნების საკონსულოების წარმომადგენლები შეხვდნენ.

შეგახსენებთ, ისრაელის ძალებმა ბრიტანეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი Madleen-ი და მასზე მყოფი 12 ადამიანი გუშინ დააკავეს, როდესაც გემმა ღაზას სექტორის საზღვაო ბლოკადის გარღვევა სცადა. დაკავებულებს შორის შვედი გარემოსდამცველი და აქტივისტი, გრეტა თუნბერგი და ფრანგი ევროპარლამენტარი, რიმა ჰასანიც არიან. გავრცელებული ინფორმაციით, გემი, რომელსაც პროპალესტინური „თავისუფლების ფლოტილიის კოალიცია“ (FFC) მართავს, ღაზაში სიმბოლური დახმარების ჩატანას და იქ არსებული ჰუმანიტარული კრიზისის შესახებ საერთაშორისო ცნობიერების ამაღლებას გეგმავდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სალომე ზურაბიშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - არც განმარტება… ცაც ბიძინასია?
ტრამპმა ლიბანისა და ისრაელის ლიდერებს შორის 30 წელზე მეტი ხნის შემდეგ პირველად, შეხვედრის შესახებ განაცხადა.
მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ბაზისბანკმა ლიბერთი ბანკის შეძენა წარმატებით დაასრულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics