23:27 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-09 16:42:20, 827 ნახვა

საზოგადოება
საპატრიარქო ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

17 მაისს, ოჯახის სიწმინდის და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში პარაკლისი აღევლინება და სამების ტაძრისკენ საზეიმო მსვლელობა მოეწყობა.

ტაძრების წინამძღვრებს მიეცათ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, მეუფე შიოს ლოცვა-კურთხევა მრევლთან ერთად ლოცვით მსვლელობაში ჩაერთონ.

“როგორც მოგეხსენებათ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, 2014 წელს 17 მაისი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ გამოცხადდა.

მიმდინარე წლის 17 მაისს, 13:00 საათზე, მცხეთა-თბილისის ეპარქიის (ასევე რუსთავიდან) სამღვდელოება და სამრევლოების წევრები ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში შეიკრიბებიან, სადაც 14:00 საათზე პარაკლისი აღევლინება და ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრისკენ საზეიმო მსვლელობა დაიწყება.

ტაძრების წინამძღვრებს მიეცათ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევა, მრევლთან ერთად ლოცვით მსვლელობაში ჩაერთონ”, - ნათქვამია საპატრიარქოს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ჰორმუზის სრუტეს გადაკეტავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics