16:45 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-16 19:49:29, 2852 ნახვა

კომენტარი
მარტა კოსი - დღეს მიღებული კანონი კიდევ უფრო შეამცირებს სამოქალაქო სივრცეს და გაზრდის არსებულ რეპრესიებს

დღეს მიღებული კანონი კიდევ უფრო შეამცირებს სამოქალაქო სივრცეს და გაზრდის არსებულ რეპრესიებს , - ამის შესახებ გაფართოების საკითხებზე ევროკომისარი, მარტა კოსი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

“ღრმად ვწუხვარ საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულ კიდევ ერთ ნაბიჯზე, რომელიც ევროკავშირის ღირებულებებსა და სტანდარტებს შორდება.

დღეს მიღებული კანონი კიდევ უფრო შეამცირებს სამოქალაქო სივრცეს და გაზრდის არსებულ რეპრესიებს.

მსგავსი ნაბიჯები ეწინააღმდეგება დემოკრატიულ პრინციპებს და უნდა გაუქმდეს“, - წერს კოსი.

ცნობისთვის, პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და მესამე მოსმენით დაამტკიცა საკანონმდებლო პაკეტი, რომლის ამოქმედების შემდეგ, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები გრანტს მთავრობის თანხმობის გარეშე ვეღარ გასცემენ. ამავე პროექტით, საერთაშორისო ორგანიზაციებს პოლიტიკური პარტიების სასარგებლოდ ლექციის, სემინარის ან სხვა მსგავსი საჯარო ღონისძიების მოწყობა აეკრძალებათ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვში, ოპოზიციურ Новая газета-ს ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს
კაცი, რომელსაც პარლამენტთან პოლიციამ ბორკილები დაადო, ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული
ოპოზიციის ალიანსი: 9 აპრილი სიმბოლოა, რომ ქართველები თავისუფლებისთვის ბრძოლას არ შეწყვეტენ
მაგთიკომი: ინტერნეტის გათიშვა გლობალურ ქსელზე შექმნილმა პრობლემამ გამოიწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics