2025-04-11 12:21:12, 907 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსეთმა დნეპრზე და ჟიტომირზე იერიში მიიტანა - არიან დაღუპულები
რუსეთმა ქალაქ დნეპრზე რაკეტით, ხოლო ჟიტომირის ოლქზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანა.
დნეპრის დაბომბვის შედეგად გარდაიცვალა 42 წლის კაცი. გარდა ამისა, ბოლო მონაცემებით დაშავდა 8 ადამიანი.
"მტერმა ქალაქზე რაკეტით იერიში მიიტანა. დარტყმის ადგილას გაჩნდა მასიური ხანძარი". – თქვა დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის მეთაურმა, სერგეი ლისაკმა.
ჟიტომირის ოლქზე უპილოტო საფრენი აპარატების იერიშის შედეგად დაიღუპა 1 ადამიანი. გარდა ამისა, დაშავდა 5 ადამიანი, მათ შორის 2011 წელს დაბადებული ბავშვი.
ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის მეთაურის, ვიტალი ბუნეჩკოს ინფორმაციით, იერიშის შედეგად დაზიანდა რამდენიმე საცხოვრებელ სახლი, ადგილზე მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები.
ავტორი: ექსპრესნიუსი,