18:43 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-05 20:43:42, 1822 ნახვა

კომენტარი
ზელენსკი - ჩვენ ვამზადებთ გეგმას პირველი ნაბიჯებისთვის სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის დასაახლოებლად

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ სამშვიდობო ხელშეკრულების პირველ ნაბიჯებზე მუშაობას აგრძელებს ამის შესახებ მან ტელეგრამის საკუთარ არხზე დაწერა.

"ჩვენ ვამზადებთ გეგმას პირველი ნაბიჯებისთვის სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის დასაახლოებლად. ჩვენ მასზე სწრაფად ვმუშაობთ. ის მზად იქნება უახლოეს მომავალში. ევროპას აქვს საერთო ხედვა ომის დასრულებასთან და უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით. ეს უნდა იყოს მომავალი მოლაპარაკებების მაგიდაზე უკრაინასა და შეერთებულ შტატებთან ერთად", - წერს პრეზიდენტი.

სამშვიდობო მოლაპარაკებები: მნიშვნელოვანი სიახლე
ერთი დღით ადრე ზელენსკიმ გააჟღერა წინადადება სამშვიდობო მოლაპარაკებებისკენ პირველი ნაბიჯის შესახებ. იგი მოიცავს, კერძოდ, პატიმრების გათავისუფლებას, ცეცხლის შეწყვეტას ზღვაზე და ცაში, რაც ითვალისწინებს რაკეტების, შორი დისტანციური თვითმფრინავების გამოყენების აკრძალვას, ენერგეტიკულ და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე დარტყმებს.

პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინას ახლა სურს "ძალიან სწრაფად" გაიაროს შემდეგი ეტაპები და შეერთებულ შტატებთან ერთად შეათანხმოს ძლიერი საბოლოო შეთანხმება.

ზელენსკიმ ცალკე განაცხადა, რომ 28 თებერვალს თეთრ სახლში აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრამ ჩაიარა "არა ისე, როგორც მოსალოდნელი იყო": "სირცხვილია, რომ ასე მოხდა. დროა გავაკეთოთ ყველაფერი სწორად. ჩვენ გვინდა, რომ მომავალი თანამშრომლობა და კომუნიკაცია იყოს კონსტრუქციული".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვში, ოპოზიციურ Новая газета-ს ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს
კაცი, რომელსაც პარლამენტთან პოლიციამ ბორკილები დაადო, ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული
ოპოზიციის ალიანსი: 9 აპრილი სიმბოლოა, რომ ქართველები თავისუფლებისთვის ბრძოლას არ შეწყვეტენ
მაგთიკომი: ინტერნეტის გათიშვა გლობალურ ქსელზე შექმნილმა პრობლემამ გამოიწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics