22:41 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-07 09:05:09, 764 ნახვა

ომი უკრაინაში
ვოლოდიმირ ზელენსკი - პუტინს ეშინია ჩემთან ომის დასრულებაზე საუბრის

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინს მასთან ომის დასრულებაზე საუბრის ეშინია.

„ბრძანებულების გაუქმების საკითხი რუსეთის ფედერაციის ნარატივია. ისინი მუდმივად ეძებენ შანსს, რომ არ შეგვხვდნენ. მე ამას გულწრფელად ვამბობ. ისინი ეძებენ სხვადასხვა მიზეზებს. თუ ჩვენ გვსურს ომის დასრულება და მართლა გვსურს მშვიდობა – მაშინ მიზეზები ნამდვილად მეორეხარისხოვანია. დანარჩენი ყველაფერი გადაწყდება. დარწმუნებული ვარ ამაში. მაგრამ პრობლემა მგონია, ისაა, რომ პუტინს ეშინია ჩემთან ომის დასრულებაზე საუბრის. არ ვიცი რატომ, თითქოს ზრდასრული ადამიანია – ეშინია სხვა ადამიანთან მარტო დარჩენის თავისი „ხროვის“ გარეშე“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეუძლია, აიძულოს პუტინი, ომი დაასრულოს. ზელენსკიმ განაცხადა, რომ მისთვის მნიშვნელოვანია, ნებისმიერი სახელმწიფოს მიერ შემუშავებული გეგმა უკრაინის ხედვას ითვალისწინებდეს.

როგორც ვოლოდიმირ ზელენსკიმ განმარტა, უკრაინისთვის მნიშვნელოვანია ძლიერი უსაფრთხოების გარანტიების მიღება და ის, რომ რუსეთს არ ჰქონდეს შანსი, ომი განაახლოს.

ზელენსკიმ დაადასტურა, რომ აქტიური კომუნიკაცია მიმდინარეობს აშშ-ის ადმინისტრაციასთან. მისი თქმით, უკრაინის საკითხებში პრეზიდენტ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი კიტ კელოგი უახლოეს მომავალში ეწვევა კიევს. უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ დაგეგმილია რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა, თუმცა მათი ფორმატისა და თარიღების შესახებ დეტალები არ გაუმჟღავნებია.

„თუნდაც, რუსეთს რაღაც არ მოსწონდეს, ჩვენ გვჭირდება საერთო ხედვა პარტნიორებს შორის, და შემდეგ ჩვენ მზად ვიქნებით დიპლომატიისთვის. მზად ვარ, თუ გვეცოდინება, რით დასრულდება ეს ომი ჩვენთვის. ჩვენ მზად ვართ დიპლომატიისთვის. არ მაქვს ამასთან არანაირი პრობლემა“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics