|
2024-10-17 19:34:55, 449 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - ტრამპს ვუთხარი, რომ უკრაინას ან ბირთვული იარაღი ექნება, ან ნატოში ვიქნებით
აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატთან, დონალდ ტრამპთან საუბრისას უკრაინის ნატოში გაწევრიანების აუცილებლობა განვიხილე,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. ევროპული საბჭოს სხდომის შემდეგ, პრესკონფერენციაზე ზელენსკიმ ბუდაპეშტის მემორანდუმი გაიხსენა და მას არაეფექტური შეთანხმება უწოდა, რომელმაც უკრაინის დაცვა ვერ უზრუნველყო. "დიდი ქვეყნებიდან, ბირთვული სახელმწიფებიდან ვინ დაზარალდა? ყველა? არა, ერთადერთი უკრაინა. ვინ დათმო ბირთვული იარაღი? ყველამ? ერთადერთმა უკრაინამ. ვინ იბრძვის დღეს? უკრაინა. დონალდ ტრამპთან საუბარში მე მას ვუთხარი: „ჩვენთან ასე ხდება, რა არის გამოსავალი? ან უკრაინას ექნება ბირთვული იარაღი და ეს იქნება ჩვენთვის დაცვა, ან უნდა გვქონდეს რაიმე ალიანსი. ნატო-ს გარდა, დღეს ჩვენ ეფექტური ალიანსები არ ვიცით",- განაცხადა ზელენსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)