19:36 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-19 17:13:24, 459 ნახვა

ომი უკრაინაში
ევროკავშირი უკრაინას გაყინული რუსული აქტივებიდან 160 მილიონ ევროს გაუგზავნის

ზამთარში ჰუმანიტარული საჭიროებებისთვის, ევროკავშირი უკრაინას გაყინული რუსული აქტივებიდან 160 მილიონ ევროს გაუგზავნის, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

ლაიენის თქმით, ევროკავშირი უკრაინაში ელექტროენერგიის ექსპორტს დამატებით 2 გიგავატით გაზრდის.

"ჩვენი მიზანია, 2.5 გიგავატის მოცულობის აღდგენა, რაც უკრაინის საჭიროების 15%-ია", - განაცხადა ლაიენმა.

ფინანსური დახმარების გარდა, ევროკავშირი უკრაინა ინფრასტრუქტურის შეკეთებითა და დამატებითი ექსპორტით დაეხმარება.

ასევე, ლიეტუვაში საწვავზე მომუშავე ელექტროსადგურის დაშლა მიმდინარეობს, რომელსაც უკრაინაში იმ ტერიტორიაზე ააშენებენ, სადაც რუსეთმა ქვეყნის თერმული ელექტროსადგურების 80% გაანადგურა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ომბუდსმენმა ამაღლობელისა და მომიტინგეების საკითხი ევროპის საბჭოს კომისართან განიხილა
უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო თანამშრომლობის პაკეტზე შეთანხმდნენ
კრემლმა გადაწყვიტა, პუტინის რეიტინგის შემცირების გამო Telegram-ზე ბლოკი შეემსუბუქებინა
თურქეთი ისრაელს ომით ემუქრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics