2024-09-15 14:33:22, 553 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო - ფედერაციის 7 ოლქს ღამით დრონები დაესხნენ თავს
გასულ ღამეს, რუსეთის ფედერაციის 7 ოლქს დრონები დაესხნენ თავს - რუსებმა 29 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ის რუსულენოვანი სამსახური ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, მათგან 15 დრონი ბრიანსკის, 5 კურსკის, 4 სმოლენსკის, 2 ორიოლის, ხოლო თითო-თითო ბელგოროდის, კალუგისა და როსტოვის ოლქებში ჩამოაგდეს.
მანამდე, სმოლენსკის ოლქის გუბერნატორმა, ვასილი ანოხინმა თქვა, რომ რეგიონს თავს 2 უპილოტო საფრენი აპარატი დაესხა.
ბრაიანსკის ოლქის გუბერნატორმა, ალექსანდრე ბოგომაზმა კი, 14 დრონის ჩამოგდების შესახებ განაცხადა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,