12:54 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-11 14:02:45, 555 ნახვა

ომი უკრაინაში
ენტონი ბლინკენი და დევიდ ლამი კიევში ჩავიდნენ

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ ლამი კიევში ჩავიდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, ბლინკენი და ლამი შეხვედრას უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან და მთავრობის სხვა მაღალჩინოსნებთან გამართავენ.

"მსურს, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისგან და სხვა ოფიციალური პირებისგან პირადად მოვისმინო, თუ რისი გაკეთება შეუძლია ვაშინგტონს მათ დასახმარებლად", - განაცხადა ბლინკენმა.

ცნობისთვის, დღეს, 11 სექტემბერს კიევში ვიზიტით იმყოფებიან ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა და ლატვიის პრემიერ-მინისტრი ევიკა სილინა. დაუგეგმავი ვიზიტით უკრაინის დედაქალაქს  ხორვატიის პრემიერ-მინისტრი ანდრეი პლენკოვიჩიც ეწვია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics