15:04 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-26 13:25:40, 505 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინის ქალაქ კრამატორსკზე რუსეთის იერიშის შედეგად Reuters-ის გუნდის წევრი დაიღუპა - ორი ჟურნალისტი კი დაშავდა

უკრაინის აღმოსავლეთით, ქალაქ კრამატორსკზე რუსეთის იერიშის შედეგად Reuters-ის გუნდი წევრი რაიან ევანსი დაიღუპა, 2 ჟურნალისტი კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
 
მედიის ცნობით, რაიან ევანსი Reuters-ში უსაფრთხოების კონსულტანტად მუშაობდა. Reuters-ის  გუნდის წევრები სასტუმრო "საფირში" ცხოვრობდნენ, სწორედ ამ ადგილზე განხორციელდა რუსეთის იერიში.

"დაშავებული ჟურნალისტები საავადმყოფოში არიან გადაყვანილები, მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა",- ნათქვამია ინფორმაციაში.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაღუპული რაიან ევანსის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics