11:40 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-10 14:43:20, 773 ნახვა

მსოფლიო
დონბასში სახელმწიფო უსაფრთხოების მიზნით სასაზღვრო რეჟიმი ამოქმედდა

აღმოსავლეთ უკრაინაში, დებალცევოში სახელმწიფო უსაფრთხოების მიზნით სასაზღვრო რეჟიმი ამოქმედდება.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
უკრაინული მედიის ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში დებალცევოში შეიარაღებულ კონფლიქტს 7 მშვიდობიანი მოქალაქე და  9 სამხედრო პირი შეეწირა. დაშავებულთა რაოდენობა კი 26 აღემატება.
უკრაინელმა ჯარისკაცებმა 30 ტერორისტი და მათი კუთვნილი სამხედრო აღჭურვილობა გაანადგურეს.
ამასთან, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა იმედი გამოთქვა, რომ კონფლიქტი დიპლომატიური გზით გადაიჭრება.
„სამხედრო ძალით ამ ამოცანის შესრულება  შეუძლებლად მიმაჩნია.  დიპლომატიური ძალისხმევა კიდევ უფრო  გაძლიერდება კიევსა და  მოსკოვში. საფრანგეთის  პრეზიდენტისა და ჩემი ვიზიტის შემდეგ. ჩვენ თანმიმდევრულნი ვართ სანქციების შემთხვევაში  და მომავალში კოორდინირებულად  უნდა მოხდეს ნაბიჯების გადადგმა“,-განაცხადა მერკელმა.
შეგახსენებთ, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში შეიარაღებული დაპირისპირება უკრაინელ სამხედროებს და პორორუს სეპარატისტებს შორის გრძელდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანი უარყოფს აშშ-სთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას
უკრაინულმა დრონებმა ვორონეჟის ოლქის ერთ-ერთ უდიდეს ქიმიურ ქარხანა დაბომბეს
ნონა ქურდოვანიძე გრანტების კანონში მორიგ ცვლილებებზე განმარტებას აკეთებს
JPost: რუსეთმა ირანს ისრაელის ენერგოობიექტების სია გადასცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics