13:29 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-10 10:18:06, 1765 ნახვა

კომენტარი
ჯაფარიძე ხერსონიდან რუსების გაყვანაზე - ზუსტად ასე გაა**ამენ აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან

აურზაური იმასთან დაკავშირებით, რომ თუ ვინმე შეეხება რუსეთის სუვერენულ ტერიტორიას, კრემლი ისვრის ბირთვულს, ირეცხება უნიტაზში, - ასე ეხმაურება "გირჩი მეტი თავისუფლების" ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე ხერსონიდან რუსეთის ჯარების გასვლას. 

მისი თქმით, ხერსონიდან გასვლა არ არის უბრალოდ რუსების მორიგი უკან დახევა, არამედ ეს ნიშნავს რუსეთის სუვერენული ტერიტორიის დათმობას.

"ხერსონიდან გასვლა არ არის უბრალოდ რუსების მორიგი უკან დახევა. კრემლის გადმოსახედიდან ხერსონი არის რუსეთის სუვერენული ტერიტორია. მაქედან უკან დახევა ნიშნავს რუსეთის სუვერენული ტერიტორიის დათმობას.

შესაბამისად, მთელი ეს აურზაური იმასთან დაკავშირებით რომ თუ ვინმე შეეხება რუსეთის სუვერენულ ტერიტორიას, კრემლი ისვრის ბირთვულს, ირეცხება უნიტაზში, აგერ ჩვენს თვალწინ.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი ჩვენთვის? იმიტომ რომ ზუსტად ასე გაა**ამენ აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან.

და მუქარა რომ თუ საქართველო არ აღიარებს შექმნილ რეალობას და არ მოიქცევა წესიერად, შეიძლება ეს ტერიტორიები მიიერთოს, აწი კრემლს შეუძლია გაიკეთოს **აკში. იმიტომ რომ, რომც მიიერთოს, მაინც გაა**ამენ", - წერს ჯაფარიძე.

ცნობისთვის, 9 ნოემბერს რუსულმა მედიამ თავდაცვის მინისტრზე, სერგეი შოიგუზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთს ხერსონიდან შეიარაღებული ძალები გაჰყავდა. თუმცა, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ხერსონში რუსული ჯარების მნიშვნელოვანი ჯგუფია და  უბრძოლველად უკან დახევის ნიშნები არ არის .

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, სამხრეთით შეიარაღებული ძალები ფრთხილად მიიწევენ წინ, რათა კონტრშეტევა მინიმალური დანაკარგებით წარიმართოს, რადგან მტერი უბრძოლველად არ აპირებს პოზიციების დათმობას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებულ ვითარებას 21 აპრილს განიხილავენ
15 აპრილიდან მდინარე დიღმურას ხიდზე საავტომობილო მოძრაობა 5 თვით სრულად შეიზღუდება
პაშინიანის ავტოკოლონის თანმხლები ავტობუსი ავარიაში მოყვა
NASA-ს ასტრონავტები დედამიწაზე 50 წელზე მეტი ხნის შემდეგ მთვარის ზედაპირზე პირველი დაშვების შემდეგ დაბრუნდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics