2015-01-06 15:31:12, 982 ნახვა
ეკონომიკა
აუქციონზე 50 მილიონი ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა
ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 50 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა ხუთმა კომერციულმა ბანკმა მიიღო.
ეროვნული ბანკის ცნობით, მოთხოვნამ 103 500 000 ლარი შეადგინა.
აუქციონზე მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 5.900 პროცენტით, მაქსიმალური 5.990 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 5.935 პროცენტით განისაზღვრა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან