|
2021-10-20 11:34:58, 2775 ნახვა
კომენტარი
თამარ გაბუნია – თეორიულადაც კი არ არსებობს ალბათობა, რომ პირის ვაქცინაცია ძალდატანებით მოხდეს
თეორიულადაც კი არ არსებობს იმის ალბათობა რომ, ძალდატანებით შეიძლება მოხდეს რომელიმე პირის ვაქცინაცია, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ინფექციის შესაჩერებლად ერთადერთი გზა შესაძლოა იყოს რეგულაციების დაწესება ეპიდუსაფრთხოებასთან მიმართებაში. "მე ჩემი ერთი აზრი შემიძლია მოგახსენოთ, სავალდებულო არ არის ლეგიტიმური ტერმინი და ეთიკურად გამართული. ერთადერთი გზა შეიძლება იყოს რეგულაციების დაწესება ეპიდუსაფრთხოებასთან მიმართებაში, როდესაც პირს აქვს შესაძლებლობა ან აიცრას, ან წარმოადგინოს პისიარ ტესტის პასუხი. ვალდებულება მეტად ნიშნავს, ვალდებულებას სახელმწიფოს მხრიდან, უზრუნველყოს ვაქცინაციის პროცესი, მაგრამ ის რომ ძალდატანებით მოხდეს რომელიმე პირის ვაქცინაცია, თეორიულადაც კი არ არსებობს ამის ალბათობა", – განაცხადა გაბუნიამ.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)