18:24 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-15 12:35:59, 3005 ნახვა

კომენტარი
ადვოკატი - სააკაშვილის გათავისუფლების ეფექტური გზა ზურაბიშვილის მიერ გადაწყვეტილების მიღებაა

საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში ადვოკატები ხვდებიან. როგორც მისმა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, საუბარი შეეხება მისი გათავისუფლების სამართლებრივ გზებს.

ამასთანავე, ადვოკატის თქმით, ყველაზე ეფექტური გზაა, რომ საქართევლოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მიიღოს გადაწყვეტილება და გაათავისუფლოს პატიმრობიდან მიხეილ სააკაშვილი.

„გვექნება საუბარი მისი გათავისუფლების სამართლებრივ გზებზე, აზეც რეალურად, ახლა საქართველოს ხელისუფლება უნდა ფიქრობდეს. ყველაზე ეფექტური გზაა, სალომე ზურაბიშვილის მიერ გადაწყვეტილების მიღება და სამწუხაროდ, მან დაასწრო მოვლენებს და თავიდან დაიჭირა ისეთი პოზა, ეს იყო წინასაარჩევნოდ, რომ მსგავსს გადაწყვეტილებას არ მიიღებდა, მაგრამ ჩვენ გვაქვს პრეცედენტები, მიუხედავად მის მიერ ადრე გაკეთებული განცხადებებისა, მან მიიღო პატიმართა გათავისუფლების საკითხი და საქართველოს ისტორიაში, მიხეილ სააკაშვილზე უფრო მსხვილი ფიგურა პოლიტიკურ პატიმრობაში არ ყოფილა“, - განაცხადა ადვოკატმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანი საქართველოს სანქციებისგან თავის დასაღწევად იყენებს -Fox news გამოძიება
ისლამაბადში ირანთან მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics