|
2021-06-11 21:00:02, 1024 ნახვა
კომენტარი
გიორგი ვაშაძე ფინანსთა მინისტრს - სახელმწიფო ვალმა კრიტიკულ ზღვარს მიაღწია, შეიძლება მალე „შავ სიაში“ შეგვიყვანონ და ვალიც ვეღარ ავიღოთ
„სახელმწიფო ვალმა კრიტიკულ ზღვარს მიაღწია, შეიძლება მალე „შავ სიაში“ შეგვიყვანონ და ვალიც ვეღარ ავიღოთ“, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პარლამენტში ფინანსთა მინისტრის მოსმენის დროს განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ 9 წლის მანძილზე 25 მილიარდი ლარი სესხის სახით აიღო. „33 489 000 000 - ეს არის სახელმწიფო ვალი, რომელიც თქვენ დააგროვეთ საქართველოში, რომელიც ჩვენ და ჩვენმა შვილებმა უნდა გადავიხადოთ იმის გამო, რომ ეს ვალი თქვენ საიდანღაც წამოიღეთ. მარტო თქვენ არ აგიღიათ ეს ვალი, 8 წელია მუშაობთ ფინანსთა სამინისტროში და წინა ხელისუფლებებმაც აიღეს, ალბათ, ამას იტყვით ბატონო მინისტრო, მარტო ჩვენ არ ვისესხეთ ეს ვალიო, სხვებმაც ისესხესო. მე დაგითვალეთ და 21 წლის მანძილზე საქართველოს ყველა ხელისუფლებამ 8 მილიარდი ლარი ისესხა, ხოლო გასული 9 წლის მანძილზე, თქვენ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებასთან ერთად აიღეთ 25 მილიარდი ლარი, რომლითაც საქართველოს ეკონომიკა უდიდეს საფრთხეში ჩააგდეთ. არამარტო ვალი აგვკიდეთ, გადავაჭარბეთ კრიტიკულ ზღვარს, 62%-ია მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში ვალი, წლის ბოლოს ნავარაუდებია 67%-ზე გასვლა. ბატონო ფინანსთა მინისტრო, 62, 67% ნიშნავს, რომ შეიძლება მალე „შავ სიაში“ შეგვიყვანონ, აი, ისეთ შავ სიაში, საკრედიტო სია რომ გაქვთ თქვენ, საქართველოში ადამიანებისთვის, სესხს რომ ვეღარ იხდიან, ასეთივე შავ სიაში შეიძლება შეიყვანონ საქართველო და ჩვენ არა თუ პრობლემები, შეიძლება ვალიც ვეღარ ავიღოთ“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)