2021-06-08 16:18:01, 641 ნახვა
კომენტარი
რომან გოცირიძე - ბოიკოტმა თავისი როლი შეასრულა და თავის თავიც ამოწურა
„ბოიკოტმა თავისი როლი შეასრულა და თავის თავიც ამოწურა“, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ განაცხადა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ბოიკოტმა თავისი შედეგი გამოიღო და ახლა სხვა ეტაპზე გადასვლის დროა.
„ბოიკოტმა თავისი შედეგი გამოიღო, ვინაიდან სწორედ ამ ბოიკოტის შემდეგ ხდება იმ საკითხების დაძვრა, რასაც პარლამენტში განვიხილავთ, მათ შორის, კონსტიტუციის ცვლილება, საარჩევნო კანონმდებლობა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ასე შემდეგ.
გადავდივართ სხვა ეტაპზე.
ბოიკოტმა თავისი როლი შეასრულა, თავის თავიც ამოწურა“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,