20:42 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-24 21:58:37, 774 ნახვა

კომენტარი
სოზარ სუბარი გიორგი გახარიაზე - თბილისის მერად კენჭისყრას ვერ გაბედავს

„თბილისის მერად კენჭისყრას ვერ გაბედავს“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ლიდერმა სოზარ სუბარმა ექს-პრემიერის, გიორგი გახარიას სამომავლო გეგმებზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა

მან ასევე აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ არჩევნებში უკონკურენტო იქნება.

„გიორგი გახარია თბილისის მერად კენჭისყრას ვერ გაბედავს, დაველოდოთ. ჩვენ არანაირი კონკურენციის არ გვეშინია, ზუსტად ამიტომაც მოვაწერეთ იმ 43%-იან ბარიერის თანხმობას.

თუ 43%-ს ვერ ავიღებთ, მზად ვართ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის.

ჩვენ არ გვეშინია არც 43%-ის, არც 45%-ის და არც 50%-ის. უკონკურენტო ვიქნებით - ამას მკაფიოდ ვამბობ და ამას დაინახავთ კიდევაც.

ბუნებრივია, მან ძალიან კარგად იცის, რა შესაძლებლობებიც აქვს“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ომბუდსმენმა ამაღლობელისა და მომიტინგეების საკითხი ევროპის საბჭოს კომისართან განიხილა
უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო თანამშრომლობის პაკეტზე შეთანხმდნენ
კრემლმა გადაწყვიტა, პუტინის რეიტინგის შემცირების გამო Telegram-ზე ბლოკი შეემსუბუქებინა
თურქეთი ისრაელს ომით ემუქრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics