13:17 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-24 13:43:12, 975 ნახვა

კომენტარი
ნათია თურნავა „ნამახვანჰესზე“ - ულტიმატუმები და რადიკალიზაცია არ არის სწორი გზა იმისთვის, რომ გაირკვეს ყველა დეტალი

ულტიმატუმებით საუბარი ხელისუფლებისა და საზოგადოების მიმართ მიუღებელია, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ „ნამახვანჰესის“ გარშემო მიმდინარე პროტესტთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, განსაკუთრებით მიუღებელია აქტივისტების მოწოდება, „ნამახვანჰესის“ კაშხლის დაბლოკვასა და პარალიზებასთან დაკავშირებით.

„როდესაც საუბარი არის ეკოლოგიაზე, უსაფრთხოებაზე, პროექტის დეტალებზე, ეს პასუხები უნდა გაიცეს კომპეტენტურად, ექსპერტების ჩართულობით. რა თქმა უნდა, არა ქუჩაში, არა კარვებში, არა მეგაფონის მეშვეობით, რადგან ეს არ არის სწორი ფორმატი, რომ მოსახლეობამ გაიგოს სიმართლე იმიტომ, რომ ძალიან ბევრი არასწორი ინფორმაცია და მითი ცირკულირებდა. ჩვენ და ინვესტორი კომპანია ძალიან ვცდილობთ, რომ ეს მითები გააქარწყლოს და მეტი ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას. ამიტომ, ხელისუფლებამ პირველ რიგში მიაღწია შეთანხმებას კომპანიასთან, რომ სრული მორატორიუმი არის გამოცხადებული კაშხლის მშენებლობაზე. სწორედ კაშხალი არის ის დიდი ნაგებობა, რასთან დაკავშირებითაც ძალიან ბევრი კითხვა ვრცელდებობა. 

ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავათა საბჭოს ხელმძღვანელის, ბატონი ბუშლეს ჩართულობა უკვე დაიწყო პირველი კონტაქტები სხვადასხვა დაინტერესებულ ორგანიზაციებთან და ესეც არაჩვეულებრივი ფორმატია იმისთვის, რომ თუნდაც აქტივისტებმა, ვინც ყველაზე აქტიურად აპროტესტებს ნამახვანის მშენებლობას გამოიყენონ ეს ფორმატი. მოვუწოდებთ მათ, რომ ჩაერთონ ამ კონსტრუქციულ რეჟიმში, კონსტრუქციულ დიალოგში, ეს არის ყველაზე სწორი საკითხის გადაწყვეტა. რაც შეეხება ულტიმატუმებს და რადიკალიზაციას, ეს არ არის სწორი გზა იმისთვის, რომ მართლაც გაირკვეს ყველა, მათ შორის ტექნიკური დეტალი. ულტიმატუმებით საუბარი ხელისუფლების მიმართაც მიუღებელია, საზოგადოების მიმართაც არის მიუღებელი. განსაკუთრებით არის მიუღებელი სხვადასხვა მოწოდება იმისკენ, რომ დავბლოკოთ, გავაჩეროთ და პარალიზება მოვახდინოთ“, - განაცხადა ნათია თურნავამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საიამ ემიგრანტებისთვის საზღვარგარეთ ხმის მიცემის აკრძალვა საკონსტიტუციოში გაასაჩივრა
აფხაზეთიდან საოკუპაციო ძალებმა დედა-შვილი საქართველოს დროშის ქვეშ ფოტოს გადაღების გამო გააძევეს.
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics