15:16 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-04 14:18:36, 719 ნახვა

კომენტარი
ნათია თურნავა - ვაქცინაცია უფრო გაამყარებს ტურიზმის სექტორის სწრაფად აღდგენის პერსპექტივებს

„მნიშვნელოვანია, რომ კოვიდ-პანდემიის მიუხედავად, არა მხოლოდ არსებული ავიაკომპანიები აღადგენენ ფრენებს, არამედ ახალი ავიაკომპანიები ემატება ჩვენს ბაზარს. ეს არის ნიშანი იმისა, რომ ჩვენ უფრო ოპტიმისტურად შევხედოთ მომავალ ტურისტულ სეზონს“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

შეკითხვაზე, რომელიც რამდენიმე საერთაშორისო დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის საქართველოს ბაზარზე შემოსვლას შეეხებოდა, მინისტრმა უპასუხა, რომ ასეთ ავიაგადამყვანთა დიდი ნაწილი ფრენებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან განახორციელებენ, მაგრამ, მისი თქმით, ახალი ავიაკომპანიების მომსახურებისთვის ასევე მზადაა თბილისისა და ბათუმის აეროპორტები.

ნათია თურნავას განცხადებით, ქვეყანაში მიმდინარე ვაქცინაცია, მათ შორის, ტურიზმის სექტორის, უფრო გაამყარებს აღნიშნული სექტორის სწრაფად აღდგენის პერსპექტივებს.

აღსანიშნავია, რომ დღეიდან ყაზახური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „ფლაიარისტანი" ყაზახეთიდან საქართველოში 3 მიმართულებით (ატირაუ, აქტაუ და ნურ-სულთანი) იფრენს. ასევე რეგულარულ რეისებს ახორციელებს უკრაინის დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „სქაიაფ ეარლაინზი". მალე საქართველოს ბაზარზე პირველად შემოვა გერმანული დაბალბიუჯეტიანი ავიაგადამზიდავი „ევროვინგსი".





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics