15:13 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-23 22:36:02, 688 ნახვა

კომენტარი
ხატია დეკანოიძე - ნიკა მელიას მიერ გირაოს გადახდასა და 20 ივნისის ამნისტიას შორის არავითარი კავშირი არ არის

„ნიკა მელიას მიერ გირაოს გადახდასა და 20 ივნისის ამნისტიას შორის არავითარი კავშირი არ არის“, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ხატია დეკანოიძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ნიკა მელიას გირაო რომც გადაეხადა, ამნისტიის საკითხი დღის წესრიგიდან არ მოიხსნებოდა.

„ნიკა მელიას მიერ გირაოს გადახდასა და 20 ივნისის ამნისტიას შორის არავითარი კავშირი არ არის.

გირაო რა არის? გირაო არის აღკვეთის ღონისძიება, ხოლო ამნისტია არის ის, რომ ადამიანებს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ეხსნებათ.

ნიკა მელიას გირაო რომც გადაეხადა, ამნისტიის საკითხი დღის წესრიგიდან არ მოიხსნებოდა.

დოკუმენტში ჩაწერილია, რომ ეს სისხლის სამართლის საქმეები უნდა შეწყდეს და რომ ნებისმიერი საშუალება უნდა გამოიყენონ, რომ საბოლოო შედეგი დადგეს.

ნიკას მორალურ პასუხისმგებლობაზე იყო საუბარი და ეს ძალიან კარგად მინდა განმვმარტო.

სასამართლო პროცესზე ნიკამ თქვა, რომ მისთვის გირაო მიუღებელია და გავრილოვს გირაოს არ გადაუხდის და ასევე მიუღებელია ამნისტიაც, რადგან ამ ამნისტიაში ყვებიან ძალიან მძიმე დამნაშავეები“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics