22:49 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-13 23:35:28, 805 ნახვა

კომენტარი
ზურაბ ჯაფარიძე - შეუძლებელია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პოზიტიური დღის წესრიგი შექმნას

„შეუძლებელია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პოზიტიური დღის წესრიგი შექმნას“, - ამის შესახებ „გირჩი მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი ასე ვერ გადარჩება.

„რამდენი ხანი შეიძლება რომელიმე მთავრობა ასე გადარჩეს? ეს ხომ შეუძლებელი ამოცანაა. ამის ალტერნატივა შეიძლება იყოს, რომ უნდა დავიჯეროთ ყველამ, რომ ეს ხალხი უცებ, 8 წლის მერე ხდება რაღაც სასწაული, გონება ეხსნებათ, უცებ გაბრწყინდებიან და უცებ დაიწყებენ სწორი რაღაცების კეთებას, რეფორმების გატარებას, რომლებიც ამ ქვეყანას ამოიყვანს ამ წუმპიდან.

მე ამისი არ მჯერა. ვერავინ ვერ დამაჯერებს, რომ ესენი რამეს შეძლებენ. შეუძლებელია, მათ პოზიტიური დღის წესრიგი შექმნან. შეუძლებელია, ღარიბაშვილმა შექმნას პოზიტიური დღის წესრიგი.

ერთადერთი რაც შეუძლია ღარიბაშვილს, რომ ადამიანების ყურადღება მძიმე ეკონომიკური პრობლემიდან გადაიტანოს ნებისმიერ სისულელეზე. რაღაც სისულელეები ააფეთქოს, რომელზეც მედიის ყურადღება და შემდეგ ხალხის ყურადღება წავა“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics